შენი დაუვიწყარი მოგზაურობა
3 ღამე და 4 დღე
1 დღე — ჩამოსვლა
- ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში;
- ტრანსფერი სასტუმროში;
- სტანდარტული ჩეკ-ინი 15:00 საათზე;
- თავისუფალი დრო;
- 1 ღამე თბილისში.
2 დღე — თბილისი – მცხეთა
თბილისისა და მცხეთის ტური მოიცავს საქართველოს ორ უძველეს ქალაქს — დედაქალაქ თბილისს და ისტორიულ დედაქალაქ მცხეთას. ორივე ქალაქი მდიდარია კულტურული და ისტორიული ძეგლებით.
გეგმა:
დავიწყებთ მცხეთით — ერთ-ერთი უძველესი სულიერი და კულტურული ცენტრი. ვნახავთ ჯვრის მონასტერს (VI ს.), საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი მცხეთაზე. შემდეგ ვეწვევით სვეტიცხოველს, სადაც ლეგენდის მიხედვით ინახება ქრისტეს კვართი. გავისეირნებთ მცხეთის მყუდრო ქუჩებში.
შემდეგ დავიწყებთ თბილისს ტურს — წმინდა სამების ტაძარით (ერთ-ერთი უმსხვილესი მართლმადიდებლური ტაძარი მსოფლიოში), მეტეხის ეკლესია და ვახტანგ გორგასლის ძეგლი. საბაგიროთი ავდივართ ნარიყალაზე — ულამაზესი ხედი თბილისზე. შემდეგ აბანოთუბანი — ძველი უბანი, ცნობილი გოგირდის აბაზანებით. გავივლით შარდენის ქუჩაზე, რომელიც გამოირჩევა ევროპული და აზიური არქიტექტურის შერწყმით. ბოლოს — სიონის ტაძარი და ანჩისხატის ბაზილიკა.
3 დღე — კახეთის ტური
დაუვიწყარი დღე კახეთში — უძველესი მეღვინეობის რეგიონისა და შუა საუკუნეების ძეგლების აღმოჩენა.
- საუზმე სასტუმროში;
- პირველი გაჩერება — ბოდბის მონასტერი (IV ს.), სადაც განისვენებს წმინდა ნინო;
- შემდეგ სიყვარულის ქალაქი — სიღნაღი, მდებარეობს ალაზნის ველის თავზე. გალავანი და 28 კოშკი აშენდა ერეკლე II-ის დროს XVIII ს-ში. ქალაქს შეუნარჩუნებია თავისი ძველი იერსახე და იძლევა კავკასიონის ულამაზეს ხედებს;
- დაბრუნება თბილისში
4 დღე — გამგზავრება
- ტრანსფერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში