კახეთის ტური
კახეთის ტური
დაუვიწყარი დღიური ტური კახეთის რეგიონში — ტრადიციული ქართული მეღვინეობის ცენტრის აღმოჩენა. კახეთი ასევე ცნობილია თავისი თვალწარმტაცი ბუნებით, ნაყოფიერი ველებითა და შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლებით.
- პირველი გაჩერება — ბოდბის მონასტერი (IV ს.), სადაც განისვენებს წმინდა ნინო — ქალწული კაპადოკიიდან, რომელმაც ქართველები ქრისტიანობაზე მოაქცია 337 წელს.
- შემდეგ გელით სიყვარულის ქალაქი — სიღნაღი. გამაგრებული ქალაქი, რომელიც გადმოყურებს ალაზნის ველს. მისი გალავანი და 28 კოშკი ერეკლე II-მ ააშენა XVIII საუკუნეში ლეზგინთა შემოსევისგან დასაცავად. ქალაქმა ბოლო 200 წლის განმავლობაში შეინარჩუნა თავისი პირვანდელი იერსახე და სტუმრებს ულამაზეს ხედებს სთავაზობს კავკასიონის მთების ფონზე.